enggeo
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის “საქართველოს დამლაგებელთა გილდიის” წესდება – წევრთა შეთანხმება
მუხლი 1
ზოგადი დებულებები
1.1. „საქართველოს დამლაგებელთა გილდია“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულარასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 1.3. საზოგადოების სახელწოდებაა „საქართველოს დამლაგებელთა გილდია“. მოკლე სახელწოდება - „სადაგი“. ინგლისურად - Sadagi. 1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 1.5. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გრიბოედოვის 4. 1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართია nshurgaia@gmail.com 1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, შემდგომში „საქართველოს დამლაგებელთა გილდია“ ან “სადაგი” ან ორგანიზაცია ან საზოგადოება, თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის. 1.8. საზოგადოების საქმიანობის მიზნები: 1.8.1 საქართველოს ბუნებაზე და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა 1.8.2 ნებისმიერი საქმიანობის წარმოება რაც ემსახურება საქართველოს ბუნებაზე და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვას, მათ შორის: გარემოს სხვადასხვა ფორმით დასუფთავების და დაბინძურების პრევენციის სხვადასხვა ფორმის 2ღონისძიებების მოწყობა და ორგანიზება, ნარჩენების მოგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება და გასხვისება, მცენარეების დარგვადა მოვლა, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სარეკლამო საქმიანობა, ბუნების დაცვისთვის შემოწირულობების მიღება, შვილობილი საწარმოების შექმნა ამ მიზნების განსახორციელებლად. 1.8.3 მოლაქეობრივი და ეკონომიკური მექანიზმების ეკოსისტემის ხელშეწყობა და შექმნა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს საქართველოს ბუნების დაცვას, გაფრთხილებას და მოვლას. 1.9. საზოგადოება უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია. 1.10. საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი 2
საზოგადოების დამფუძნებლები
2.1. საზოგადოების დამფუძნებლები არიან: 1. ნიკოლოზ შურღაია, პ/ნ 01017000888, დაბადებული 8 მარტი 1973 წ.მცხოვრები ქ. თბილისი გრიბოედოვის 4. 2. ვარლამ ებანოიძე, 19001010102, დაბადებული 16 სექტემბერს 1981 წ. მცხოვრები ბინა 42, არტურ ლაისტის 5, თბილისი 3. ანანო ქორქია, 01031004645, დაბადებული 30 აპრილი 1986, მცხოვრები ი. ევდოშვილის 2/10, კორპუსი 3, ბინა 40, თბილისი 4. თენგიზ ტყეშელაშვილი პ/ნ 01008017069, დაბადებული 25 დეკემბერს 1977, მცხოვრები თბილისი, ოთარ თაქთაქიშვილის 2 5. სალომე კუკავა, პ/ნ 62001037587, დაბადებული 30 მარტი 1988 მცხოვრები ყიფშიძის ქ N8
მუხლი 3
საზოგადოების მართვა
3.1. საზოგადოების მმართველი ორგანოებია: წევრთა საერთო კრება/ყრილობა, რომელიც არის უმაღლესი მმართველობითი ორგანო და ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს. აღმასრულებელი საბჭო (შემდომში „აღმასრულებელი საბჭო“ ან „საბჭო“), რომელიც ანხორციელებს საზოგადოების სტრატეგიულ ხელმძღვანელობას და კონტროლს. დირექტორი, რომელიც ინიშნება აღმასრულებელი საბჭოს მიერ ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების ხელმძღვანელობისთვის. 3.2. საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება/ყრილობა, რომელიც ტარდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. 3.3 საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს არსებული ხმების სულ მცირე ნახევარზე მეტი. განმეორებით მოწვევის შემთხვევაში, კრებაუფლებამოსილია თუ მას ესწრება არსებული ხმების სულ მცირე ერთი მესამედი. დასაშვებია მონაწილეობა მინდობილობით, თუ ასეთი მინდობილობის გამცემი მინდობილობას გაუგზავნის საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრს, დირექტორს, ან მათ მიერ უფლებამოსილ პირს წერილობითი ან ელექტრონული შეტყობინების ფორმით და ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება კრებაზე ხმათა დამთვლელი კომისიისადმი. 3.4. გადაწყვეტილებები მიიღება კრებაში მონაწილე (დამსწრე) ხმათა მარტივი უმრავლესობით (ნახევარზე მეტი). 3.5. დამსწრე ხმებისა და საკითხისადმი მიცემული ხმების დათვლას ანხორციელებს კრების მიერ არჩეული დამთვლელი კომისია. 3.6 ვიდრე წევრთა რიცხვი 1000 (ათასი) მიაღწევდეს, წევრთა საერთო კრება ტარდება აღმასრულებელი საბჭოს მოწვევით ან წევრთა არსებულ ხმათა ერთ მესამედზე მეტის მოთხოვნით. კრების მოწვევის შესახებ განცხადება კეთდება საბჭოს წევრების, დირექტორის და მათ მიერ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ განცხადების გამოქვეყნებითსაზოგადოების ფეისბუქ და/ან ვებ-გვერდზე კრების ჩატარებამდე სულ მცირე 7 (შვიდი) დღით ადრე.4 3.7. მას შემდეგ რაც წევრთა რიცხვი 1000 (ათასი) ან მეტს შეადგენს, წევრთა საერთო კრება ტარდება აღმასრულებელი საბჭოს მოწვევით ან წევრთა არსებულ ხმათა სულ მცირე ერთი მეხუთედის მოთხოვნით. კრების მოწვევის შესახებ განცხადება კეთდება საბჭოს წევრების, დირექტორის და მათ მიერ ულებამოსილი სხვა პირების მიერ განცხადების გამოქვეყნებით სდე-ს ფეისბუქ და/ან ვებ-გვერდზე კრების ჩატარებამდე სულ მცირე 20 (ოცი) დღით ადრე.
მუხლი 4
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა
4.1 საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოებია აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება 3 (სამი) წევრისაგან და დირექტორი. 4.2. აღმასრულებელ საბჭოს წევრებს, თავმჯდომარეს და მოადგილეს ირჩევს საერთო კრება 3 წლის ვადით. საზოგადოების დაფუძნებისას საბჭოს ყველა წევრი აირჩევა 1 წლის ვადით. 4.3. დირექტორს ნიშნავს აღმასრულებელი საბჭო 3 წლის ვადით. საზოგადოების დანიშნული დირექტორი ინიშნება 1 წლის ვადით. 4.4. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ცალ-ცალკე არიანწარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. 4.5. აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან: ა. ნიკოლოზ შურღაია (თავმჯდომარე) დაბადებული 8 მარტი 1973 წ, პ/ნ 01017000888, მცხოვრები ქ. თბილისი, გრიბოედოვის 4. ბ. ვარლამ ებანოიძე (თავმჯდომარის მოადგილე) პ/ნ 19001010102, დაბადებული 16 სექტემბერს 1981 წ. მცხოვრები ბინა 42, არტურ ლაისტის 5, ქ. თბილისი გ. თენგიზ ტყეშელაშვილი (წევრი) პ/ნ 01008017069, დაბადებული 25 დეკემბერს 1977, მცხოვრები თბილისი, ოთარ თაქთაქიშვილის 2 4.6. საზოგადოების დირექტორია სალომე კუკავა, პ/ნ 62001037587, დაბადებული 30 მარტი 1988 მცხოვრები ყიფშიძის ქ N8 4.7. აღმასრულებელი საბჭო არის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე ხმათა მარტივი უმრავლესობით.საბჭო უფლებამოსილია ჩატარდეს, თუ მას ესწრება სულ მცირე სამი წევრი, მათ შორის თავმჯდომარე ან თავმდომარის მოადგილე. 5 4.8. საბჭოს წევრებს, გარდა თავმჯდომარისა, შეიძლება დაენიშნოთ ანაზღაურება საბჭოს გადაწყვეტილებით. საბჭოს თავმჯდომარეს ანაზღაურება შეიძლება დაუნიშნოს საერთო კრებამ. 4.9. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს საბჭოს კრებებზე მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის გადადგომის, გარდაცვალების ან შრომის უუნარობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე ერთი თვის ვადაში აკეთებს განცხადებას საერთო კრების მოსაწვევად ახალი თავმჯდომარის ასარჩევად. 4.10. ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად საერთო კრებამ ორგანიზაციის წევრთა რიგებიდან შეიძლება აირჩიოს სარევიზიო კომისია. ასეთის არჩევის შემთხვევაში, სარევიზიო კომისიის წევრთა ოდენობა განისაზღვება სამი წევრით. არჩეული სარევიზიო კომისიის ძირითადი ფუნქციებია: საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, საფინანსოსაქმიანობის და წევრთა აღრიცხვიანობის კონტროლი, ორგანიზაციის მიმართ საჩივრების განხილვა, წესდებისა და დებულებების შესრულების კონტროლი, წევრთა საერთო კრება/ყრილობა ხელმძღვანელი ორგანო • წესდებაში ცვლილებების შეტანა • აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მოადგილის და წევრების არჩევა • სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევა, საჭიროების შემთხვევაში • ამტკიცებს ორგანიზაციის წევრობის კრიტერიუმებს, საწევროს ოდენობას და მისი გადახდის წესებს • საზოგადოების ლიკვიდაცია (მიიღება კრებაზე დამსწრე ხმათა არაკლებ 3/4 -ით) აღმასრულებელი საბჭო აღმასრულებელიორგანო შემდგარი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან სამი წლის ვადით • იწვევს ყრილობას და ორგანიზებას უკეთებს მის საქმიანობას • ამტკიცებს სტრატეგიულ დოკუმენტებს და ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამას • ამტკიცებს ბიუჯეტს • ამზადებს და ყრილობას წარუდგენს დასამტკიცებლად აღმასრულებელი საბჭოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობის თვითშეფასებას (პირველი ყრილობის მიერ ერთი წლის ვადით) • აკეთებს განცხადებებს ორგანიზაციის სახელით • ამზადებს სტრატეგიულ და პროგრამულ დოკუმენტებს • ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორს, მის მოადგილეებს და ამტკიცებს დირექციის საშტატო განრიგს რაც მოიცავს ანაზღაურებადი თანამდებობების ჩამონათვალს და შრომის ანაზღაურების პირობებს • ატკიცებს უძრავი ქონების ან დამხმარე საწარმოებში წილის გასხვისებას ან ჩამოწერას • აწარმოებს წევრთა რეგისტრაციას, ანიჭებს ორგანიზაციის მიმართ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე წევრებს მფარველი წევრის სტატუსს • აღმასრულებელი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე დირექტორი ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი ორგანოშესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, საბჭოს გადაწყვეტილებით • წარმართავს ყოველდღიურ საქმიანობას, მათ შორის განკარგავს ორგანიზაციის ფინანსებს • დირექტორის წარდგინებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭოს მიერ მტკიცდებიან დირექტორის მოადგილე, მთავარი ბუღალტერი და შიდა აუდიტორი • დირექტორი უფლებამოსილია დაიქირაოს თანამშრომლები საშტატო განრიგისა და ბიუჯეტის ფარგლებში და ასევე მოიწვიოს მოხალისეები და სტაჟიორები • დირექტორი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელი საბჭოსა და საერთო კრების წინაშე
მუხლი 5
წევრთა უფლებები და მოვალეობები
5.1. ორგანიზაციის წევრები იყოფიან რამდენიმე კატეგორიად: ა. დამფუძნებელი წევრები7 ბ. მფარველი წევრები გ. დონორი (საპატიო) წევრები დ. ჩვეულებრივი წევრები 5.2. დამფუძნებელი წევრები არიან პირები რომლებიც ორგანიზაციის წევრები ხდებიან დაფუძნებისას და ფაქტობრივად აფუძნებენ ორგანიზაციას; ასევე,პირები, რომლებიც ხდებიან ორგანიზაციის წევრები წესდების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში აღმასრულებელი საბჭოს მოწვევით.თითოეული დამფუძნებელი წევრი უნდა იხდიდეს საწევროს არანაკლებ დონორი წევრისთვის დაწესებული ოდენობით. თითოეულ დამფუძნებელ წევრს საერთო კრებაზე აქვს 100 (ასი) ხმა. 5.3. მფარველები არიან წევრები, ვინც გადაიხადა ორგანიზაციის განვითარებისთვის არანაკლებ 10 000 ლარი; ასევე წევრები ვისაც მიენიჭა მფარველის სტატუსი აღმასრულებელი საბჭოს მიერ ორგანიზაციისადმი გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის.თითოეულ მფარველ წევრს საერთო კრებაზე აქვს 100 (ასი) ხმა.აღმასრულებელ საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საწევროს გადახდევინების გარეშე მიანიჭოს მფარველის სტატუსი ხუთამდე ფიზიკურ პირს წელიწადში. 5.4. დონორი წევრის არის წევრი, რომელიც ნებაყოფლობით იხდის საწევროს არანაკლებ 120 ლარის ოდენობით. თითოეულ დონორ წევრს, საერთო კრებაზე აქვს 2 (ორი) ხმა. 5.5. თითოეულ ჩვეულებრივ წევრს რომელიც არ არის ან დამფუძნებელი წევრი ან მფარველი საერთო კრებაზე აქვს ერთი ხმა. 5.6. ორგანიზაციის წევრად გახდომა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც იზიარებს წესდების ამოცანებს და გადაიხდის შესაბამისი კატეგორიის წევრისათვის დადგენილ საწევრო შენატანს. 5.7. დაფუძნების მომენტისათვის ყოველწლიური საწევრო შენატანებისდადგენილია შემდეგი ოდენობით. ინდივიდუალური (ფიზიკური პირის) წევრობა: წევრი - 10 (ათი) ლარი წევრი დონორი - 120 (ას ოცი) ლარი8 მფარველი - სულ მცირე 10,000 (ათი ათასი) ლარი ერთჯერადად და შემდგომ სულ მცირე წევრი დონორის წლიური საწევრო შენატანი. კორპორატიული (იურიდიული პირის) წევრობა: კორპორაცია წევრი - 1,000 (ათასი) ლარი კორპორაცია დონორი - სულ მცირე 10,000 (ათი ათასი) ლარი ერთჯერადად და შემდგომ სულ მცირე კორპორაცია წევრის წლიური საწევრო შენატანი კორპორაცია მფარველი - სულ მცირე 100,000 (ასი ათასი) ლარი ერთჯერადად და შემდგომ სულ მცირე კორპორაცია წევრის წლიური საწევრო შენატანი. 5.4. თუ ლარის კურსი დოლართან გაუფასურდა 20%-ზე მეტად დაფუძნების მომენტიდან, აღმასრულებელ საბჭოს წელიწადში ერთხელ ენიჭება უფლებამოსილება, მომდევნო ყრილობის ჩატარებამდე შეცვალოს საწევრო შენატანის ოდენობა და დააწესოს საწყისი საწევროების ოდენობასა და კურსის ცვლილების ორმაგი ოდენობით გაზრდილი თანხის ფარგლებში. 5.5. წევრობა დგინდება ყოველწლიურად. არსებულ წევრებს უნარჩუნდებათ წევრობა საწევრო შენატანის ყოველწლიური გადახდით. დამფუძნებელ წევრებს სტატუსი არ უმცირდებათ. ასევე, მათ უფლება აქვთ გახდნენ მფარველი შესაბამისი საწევროს ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში. 5.6. საწევრო გადახდილ უნდა იქნას ყოველწლიურად, წევრად გახდომისას, ან არაუგვიანეს წევრად გახდომიდან 30 დღის ვადაში. საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში წევრობა უქმდება. აღმასრულებელ საბჭო წევრობის გაუქმების და გარიცხვის კანდიდატი წევრებისათვის ადგენს დამატებით ვადას ერთ თვემდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და/ან ფეისბუქ გვერდზე. 5.7. წევრობის სურვილზე განცხადება შეიძლება გაკეთდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ასევე, საბჭო უფლებამოსილია მოახდინოს წევრთა მიღება განაცხადის გაკეთების გარეშე საწევროს გადახდის საფუძველზე ავტომატიზებული ან მანუალური პროცესით. ავტომატიზებულია პროცესი, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ჩანაწერის საშუალებით რეგისტრაციისას ადამიანის ჩარევის გარეშე. მანუალურია პროცესი რომელიც ხორციელდება ორგანიზაციის უფლებამოსილი წევრის მიერ ქაღალდის ჩანაწერის გამოყენებით.9 5.8. წევრობიდან გასვლა შეუძლია ნებისმიერ წევრს მისი განცხადების საფუძველზე. წევრობიდან გასვლისას ან გარიცხვისას გადახდილი საწევრო შენატანი არ ბრუნდება. 5.9. წევრობიდან გარიცხვა შესაძლებელია ორ შემთხვევაში:პირველი, საწევრო შენატანის დადგენილი ვადაში შეუტანლობით. ეს ავტომატური პროცესია. მეორე, განსაკუთრებულ შემთხვევებში რაც შეიძლება იყოს ორგანიზაციისთვის ან ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საზიანო ქმედება, ან ორგანიზაციისთვის ამ წევრის ყოლის მიზანშეუწონლად მიჩნევა. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება წევრთა საერთო კრების მიერ. 5.10. წესდების 5.9 პუნქტით მეორე ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დადგომის შემთხვევაში, აღმასრულებელი საბჭოუფლებამოსილია წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე მიანიჭოს წევრს გარიცხვის კანდიდატის სტატუსი და ოფიციალურად განაცხადოს ამაზე. 5.11. წევრთა რეგისტრაციის წიგნი იწარმოება აღმასრულებელი საბჭოს მიერ ქაღალდის და/ან ელექტრონული ფორმით და მასში აღირიცხება წევრთა ვინაობა, სტატუსი, გაწევრიანების თარიღი, წევრის სტატუსის ცვლილება, გასვლა/გარიცხვა და საწევრო გადასახადების ოდენობა და თარიღები. 5.12. თამჯდომარე და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ამოწმებენ სარეგისტრაციო წიგნს და ადგენენ ოქმს სადაც აღინიშნება თითოეული კატეგორიის წევრთა ოდენობა შემოწმების მომენტისათვის და წევრთა დინამიკა გასულ პერიოდში.
მუხლი 6
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია
6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისრეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება/ყრილობა დამსწრე ხმათა არანაკლებ სამი მეოთხედის გადაწყვეტილებით. 6.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, 10დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს. 6.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები, წევრთა საერთო კრებაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ: ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას; ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს; გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის. 6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებმაარ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ. 6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
მუხლი 7
დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე წესდება (წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 7.2. თუ ამ წესდების (წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე. 7.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
გამოგვყევი:
© 2021 Sadagi | All rights reserved.