ბაკურიანის დალაგების ფესტივალი
3, 4 - 5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-მდე მოხალისე ჩაერთო, თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან, ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ უცხოელი მოხალისეებიც.
3, 4 - 5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-მდე მოხალისე ჩაერთო, თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან, ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ უცხოელი მოხალისეებიც.
ასევე სამი დღის განმავლობაში, მოხალისეები დალაგების შემდეგ საინტერესო შეხვედრებს ესწრებოდნენ მწერალ დათო ტურაშვილთან, დოქტორ გივი კუპატაძესთან, ნიკოლოზ შურღაიასთან და მუსიკოსებთან - ჯგუფ The Jetbird-თან, ნინუცა გაბისონიასა და ბაჩი ვალიშვილთან.
ფესტივალის მესამე დღე მთლიანად დაეთმო ბავშვებს, დაბა ბაკურიანის და ანდეზიტის სკოლის 40 - მდე მოსწავლე შეხვდა keep Georgia Tidy - ის წარმომადგენელ თაკო როდონაიას. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები გარემოს დაცვის შესახებ და ბაკურიანიც ხალისიანად დაასუფთავეს.
ღონისძიებას მხარი დაუჭირა ცამეტმა სპონსორმა კომპანიამ და შვიდმა ორგანიზაციამ. ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო საინვესტიციო ჯგუფი Wondernet Express. ოქროს სპონსორები იყვნენ: კოხტა მიტარბი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა გრინ პლანეტი, პალიტრა ჰოლდინგი, პარვუს კონსალტინგი, არჩევანი, კრისტალი, ბაკურიანი ინნი და დიდველი გალერეა. სპონსორები - ფინანსური ბიურო, წყალი ბაკურიანი, თელიანი ველი და თბილღვინო. მხარდამჭერი ორგანიზაციები - ბაკურიანის განვითარების სააგენტო, პროკრედიტ ბანკი 44 მოხალისით, FinBureau 77 მოხალისით, ამერიკის სავაჭრო პალატა, Keep Georgia Tidy, ბაკურიანის სკოლა და ანდეზიტის სკოლა.
„დასუფთავების შედეგები კი ასეთია: შევაგროვეთ 52, 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონის და ხის გისოსები და ასევე 400 - მდე მანქანისა და სატვირთო მანქანის საბურავი. ღონისძიების ინსპირაცია და ორგანიზების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყო ბაკურიანში მცხოვრები ავსტრალიელი ბრეტ ლუბენის მიერ.